Sunday, April 30, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

   დადგა სანატრელი მეცხრე დღე, დღეს წარვადგინეთ პრეზენტაციები, მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს , დავაკეთეთ კომენტარები,
      ძალიან მომეწონა ტრენინგი, საინტერესო და ბევრის მომცემო იყო, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მოსწავლეებისთვის.
  მადლობა მაიკოს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაოსთვის. მზად ვარ შემდეგი გამოწვევისთვის.


     




      პატივისცემით ნინო.



                               

Saturday, April 29, 2017

მერვე დღის რეფლექსია

  კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ საქაღალდეები და ჩავასწორეთ შენიშვნები. გავეცანით ფასილიტაციის კითხვარს, შევქმენით კითხვარი და ავტვირთეთ დრაივზე. ტრენინგი ყოველ დღე საინტერესოა.
                                                                                          მადლობა ტრენერს

მეშვიდე დღის რეფლექსია

 მეშვიდე დღე დავიწყეთ შეფასების რუბრიკების წარმოდგენით და განხილვით, ბლოგზე მივამაგრეთ დრაივის ლინკი და ავტვირთეტე დრაივზე, მივწერეთ ერთმანეთს კომენტარები და გავუზიარეთ რამოდენიმეს ერთად, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება. დაგვევალა სასწავლო გეგმის გადახედვა და დასრულება და შექმნილი მასალის შესაბამის საქაღალდეებში გადანაწილება. დღე საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული იყო. 

                                                                                             მადლობა ტრენერს.

Saturday, April 22, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მივიღეთ შენიშვნები, შევუფასეთ ერთმანეთს ნამუშევრები, დავუწერეთ განმავითარებელი კომენტარები. პრეზენტაცია ავტვირთეტე დრაივში.
   შემდეგი დღისთვის დაგვევალა შეფასების რუბრიკების შექმნა.

Saturday, April 8, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

  დღე საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან განვიხილეთ პრეზენტცია, შევიტანეთ ჩვლილებები ასევე მივიღეთ რჩევები ბუკლეტის სწორად ფორმულირებისთვის,შევისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო დავწერეთმოკლე მონახაზი.
საშინაო დავალებად მოგვეცა მოსწავლის პრეზენტაციის აწყობა. დავასრულო გეგმა. გავეცნო შეფასების რუბრიკებს.

Monday, April 3, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია
 დავესწარი ინტელის ტრენინგს, დღე დაიწყო საინტერესოდ,წავიკითხეთ კომენტარები, ვუპასუხეთ ერთმანეთს. ასევე ვისწავლეთ ბუკლეტის აწყობა ვორდში, შევინახეთ D დისკზე,
შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი  ნაწილობრივ, ვიმუშავეთ პოვერპოინტში სკაფოლდინგზე.
     საშინაო დავალებად დაგვევალა გეგმის ნაწილის გადახედვა, ბუკლეტის დასრულება, შეფასების გადახედვა.
    ტრენინგი შედის საინტერესო ფაზაში, ვარ საკმაოდ მოტივირებული.
                                                                                                  გმადლობთ