26 მარტი
ტრენინგის 2 დღე
მეორე დღე დავიწყეთ დავალების პრეზენტაციით,ძირითადად ჩამოვაყალიბეთ
პროექტის თემა და პროექტის მოკლე მონახაზი, მოვისმინეთ ყველა მონაწილის შერჩეული
თემა, ასევე ტრენერის შეფასება და რჩევები.
შევისწავლეთ:
1. საჭირო მასალის ჩანიშვნა,იმპორტირება
2. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ფაილის შექმნა
3. ბუკლეტის რაობა შექმნა და გამოყენება
დაგვევალა მოვამზადოთ პრეზენტაცია პროექტის მიზნის, მსვლელობის,
შედეგის ჩამოყალიბების შესახებ, შევარჩიოთ შესაბამისი სტანდარტი ესგ-დან, ასევე
შევქმნათ ბუკლეტის მონახაზი.
მეორე დღე იყო საინტერესო, ჯგუფში არიან სხვადასხვა საგნის
მასწავლებლები, შესაბამისად პროექტიც საგნიდან გამომდინარე აქვთ შერჩეული,
ჩემთვის საინტერესო იყო მათი პროექტები, იმ მხრივ, რომ მოვისმინე იდეები, რაც
დამეხმარება ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვაში, პრობლემის მოგვარებასა
და კრეატიული უნარების განვითარებაში.
საინტერესოა რა იქნება შემდეგ.
გ მ ა დ ლ ო ბ თ!
nino momewona sheni komentari
ReplyDelete