Thursday, March 30, 2017

25 მარტი
პირველი დღე
      Intel- ის მესამე დონის ტრენინგს გავდივართ ძეგვის საჯარო სკოლაში, რომელსაც გვიკითხავს ტრენერი მაია ჯოხაძე. ტრენინგის კურსი მოიცავს კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას სასწავლო პროცესში. ტრენინგი დაიწყო მისალმებით,ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით და ჯგუფებად გადანაწილებით, ასევე გავეცანით სამუშაო დღეების კალენდარს.
      ტრენერი გვესაუბრა  ,,intel education viewer”-ის ზოგად კურსზე, რომელიც 8 მოდულისგან შედგება:
1. პროექტებით სწავლება
2. სასწავლო პროექტების დაგეგმვა
3. ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროცესში
4. სასწავლო ნიმუშების შედგენა
5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება
6. დიფერენცირებული სწავლება
7. ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
8.პროექტის პორტფოლიოს ჩვენება

      განვიხილეთ მასში შემავალი აქტივობები:

·         პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა მასალებისთვის
·         პროექტის დაგეგმვა და სწავლებაში დანერგვა
·         პროექტის გამოქვეყნება
·         21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სერჩევა
·         რეფლექსია სწავლაზე


       როგორც ხელოვნების მასწავლებლისთვის ვფიქრობ საინტერესო და აუცილებელია კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა და მისი საჭიროებისამებრ გამოყენება სასწავლო პროცესში, რათა მოვამზადო  რესურსი გაკვეთილის ეფექტური წარმართვისთვის და მოსწავლეთა მოტივაციისა და მაქსიმალური ჩართულობისთვის. განსაკუთრებით სსსმ  მოსწავლეებისათვის , რომლებიც ისგ გეგმით გადიან სასწავლო კურსს.
    დღევნდელი დღე საინტერესო იყო, ხალისით ველოდები შემდეგს.

                                                                                 გმადლობთ!

No comments:

Post a Comment